ქუთაისის მერიაში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,ადგილობრივმა თვითმმართველობამ თვენახევრის დაფუძნებულ, ,,ქართული ოცნების,, შემომწირველ კომპანიას პირდაპირი შესყიდვის გზით 214,524 ლარის კონტრაქტი გაუფორმა.
,,სამუშაოების შესრულების სურვილი მხოლოდ ორმა პრეტედენტმა გამოთქვა. მოცემული სამუშაოები შესასრულებელი იყო ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში. ფასთა კვლევის შედეგად გამოკვეთილმა კომპანიებმა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი შეესრულებინათ მოცემული სამუშაოები, 15 ივნისამდე ჰქონდათ ვადა მიცემული. მათ შორის საუკეთესო (დაბალი ფასის) წინადადების საფუძველზე გაფორმდა კონტრაქტი.,,-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.