ქუთაისში საარჩევნო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს-ამის შესახებ 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ავტოქარხნის ოლქში , სადაც საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ, 12 საარჩევნო უბანია გახსნილი, რეგისტრირებულია 25 836 ამომრჩეველი.
,,12-ივე საარჩევნო უბანი გახსნილია და ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ პირველადი მონაცემები 10 სთ-ზე გახდება ცნობილი. ხმის მიცემის შესაძლებლობა 25836 რეგისტრირებულ ამომრჩევენს აქვს."-ქუთაისის 59_ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი.