ხვალ ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ავტოქარხნის ოლქში გაიმართება.არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს-,,ქართული ოცნების,, სახელით დეპუტატის მანდატის მოპოვებას 30 საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე შეეცდება.ოპოზიციას კანდიდატი არ ყავს.
ქალაქის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაჟორიტარი დეპუტატი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელი ბესო ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.
ხვალ რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს აირჩევენ.
ფოტო ,,აქტორის,, არქივიდან.