ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გარდა რუსულ კანონს მხარი იმერეთის კიდევ სამმა მაჟორიტარმა დაუჭირა.
იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონპროექტს პირველი მოსმენით ხმა მისცეს,არიან -ტყიბული, თერჯოლა ,ზესტაფონი ,ბაღდათის მაჟორიტარი ბეჟან წაქაძე,
სამტრედია ,წყალტუბო ,ხონი,ვანის მაჟორიტარი გივი ჭიჭინაძე,
საჩხერე ,ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარი პაატა კვიჟინაძე.
ქუთაისის მაჟორიტარი ზაზა ლომინაძე.
საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.
რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.