ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაიზარდა. გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.ამიერიდან ე.წ. ,,ლურჯი ავტობუსებით,, გადაადგილება 40 -ის ნაცვლად 60 თეთრი ეღირება.მგზავრობა 50%-ით გაძვირდა.გადაწყვეტილებას მხარი ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენლებმა დაუჭირეს.,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,, ბოიკოტის რეჟიმშია და სხდომას არ ესწრებოდა. პარტია ,,საქართველოსთვის,, წარმომადგენელმა კი თავი შეიკავა.
