" 2023 წლის ბიუჯეტი დღეს საკრებულომ დაამტკიცა. ბიუჯეტის განხილვა წარმომადგენლობით ორგანოში და შესაბამის დარგობრივ კომისიებში ერთი თვის განმავლობაში მიმდნონარეობდა. ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა , წარმოედგინა მათი ინიციატივები, ასევე მოხდა პროექტის საჯარო განხილვა. ვისურვებდი, რომ მეტი ჩართულობა გაჩნდეს მოქალაქეთა მხრიდან ბიუჯეტირების პროცესში, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც ორინეტირებული იქნება მოქალაქეების ინტერესებზე, რომელიც ეხება ქალაქის ინფრასტრუქტურას, გარემოს დაცვას, სოციალური და ჯანდაცვითი, ასევე ახალგაზრდული და კულტურის პოლიტიკის გაძლიერებას.
სამწუხაროა ,რომ დღეს ჩვენი ოპონენტების უმეტესობა არ მონაწილეობდა ბიუჯეტის მიღების პროცესში. ყოველივე ეს ართმევს ჩვენს მოქალაქეებს მათ ხმას საკრებულოში. მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება არ არის ახალი. აქვე მინდა ვიკითხო , მათი ბოიკოტი ემსახურება საკრებულოს წევრის, ბესიკ ბრეგაძის უფლებამოსილების შეწვეყვეტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობას, თუ რაც საჯაროდ განაცხადეს იმ საკითხს? ამ ნაწილში სად არიან გულწრფელები? ვფიქრობ, უნდა დაინტერესდეს საზოგადოება. რაც შეეხება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას, ნამდვილად არ არის ადამიანური თვალსაზრისით მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება იოლი, თუმცა , როდესაც საკითხი სამართლებრივი ჩარჩოს მოთხოვნაა ,აქ ყველანი, მათ შორის ნებისმიერი დეპუტატი, ვართ თანაბარი პასუხისმგებლობის ქვეშ. მე არაერთხელ მითქვამს , რომ ბატონი ბესიკ ბრეგაძე არის კარგი პოლიტიკოსი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, ჩვენ არა ერთი წლის თანამშრომლობა გვაკავშირებს, მინდა მას წარმატება ვუსურვო. აქვე ავღნიშნავ ,რომ საკრებულოს ფრაქცია" ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და საკრებულოს საქმიანობაში. იღებდე ბიუჯეტიდან ბენეფიტებს და ამ დროს არ მონაწილეობდე წარმომდგნელობითი ორგანოს საქმიანობაში ,არის უპასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ 2023 წელი ჩვენი ქალაქისთვის იქნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების განვითარების."-ირაკლი შენგელია - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე.