" ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ,ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას, მაშინ როდესაც უამრავი ადგილობრივი, დახმარების მოლოდინშია.
ადგილზე იმყოფებოდა ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი.
,, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძე გვიმტკიცებს, რომ მისი ოჯახი სოციალურ დახმარებას კანონიერად იღებს. მაშინ როცა, თავად ხელფასი 4000 ლარი აქვს, უამრავ გაჭირვებულ ადგილობრივს კი სოციალური დახმარება მოუხსნეს.“-განაცხადა ავალიშვილმა.