გოგი წულაიას მორიგი პერფორმანსი.ამჯერად "ახალი ქრისტიან დემოკრატების " ლიდერი ჟურნალისტებს სიმბოლურად ფოსტის წინ შეხვდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარსი მოწყობილობა გაუგზავნა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ამ ფორმით საპროცენტო სესხები გააპროტესტა. წულაია ამბობს,რომ დაპირება სესხების გადავადების შესახებ ტყუილი აღმოჩნდა და მომხმარებლებს ხელშეკრულებები უკანონოდ შეუცვალეს. მან ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გავუგზავნე საპარსი მოწყობილობა და მოვუწოდებ, რომ გვპუტავთ, ქაფით მაინც გაგვპარსეთ, რომ ნაკლებ მტკივნეული იყოს. ორი წლის წინ გამოვიტანე ხუთი ათასი ლარი, ვიხდიდი ყოველთვიურად, მაგრამ 5200 ლარია დარჩენილი. ეს არის ძარცვა, ამ პრობლემის წინაშე დგას ყველა პენსიონერი. ხელშეკრულებები უკანონოდ , გაფრთხილების გარეშე შეცვალეს. ეროვნული ბანკი ნაცვლად მოქალაქეებზე ზრუნვისა, ბანკირებზე ზრუნავს"-განაცხადა გოგი წულაიამ.