ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სარჩელი შეიტანეს და ბიულეტინების გაბათილებას ითხოვენ. პარტიის წარმომადგენელი გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისში არჩევნების მეორე ტურზე ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება, პირადობის მოწმობების წართმევა, კარუსელები, რაც გავლენას ახდენდა საბოლოო შედეგებზე.შუშანიას თქმით, ამ ფაქტს დამკვირვებლებიც ადასტურებენ.
,,რაც ოქმებში არის წარმოდგენილი, ნამდვილად არ ასახავს არჩევნების შედეგებს. ამ არჩევნებში ხატია დეკანოიძემ გაიმარჯვა და სამწუხაროდ, ქუთაისის ე.წ. არჩეული მერი არის მეტადონის პროგრამის მონაწილეების, სუსის, ე.წ კოვიდინფიცირებულების, რომლებიც თურმე მხოლოდ ოცნების მხარდამჭერები ყოფილან, ციხის პატიმრების მიერ არჩეული მერი და რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ ყველა უბნის გაბათილებას, ეს რა ციფრებიც არის, ნამდვილად არ ასახავს არც ქუთაისელთა განწყობას და არც არჩევნების რეალურ შედეგებს.ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ,მაგრამ მეორე გზა ეს იქნება პროტესტი, რომელსაც ხელისუფლება ნამდვილად გაიგონებს და არ ვაპირებთ ვინმეს მოვაპარინოთ ქუთაისელთა ხმები,,-განაცხადა შუშანიამ.