ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა 69 871 ამომრჩეველმა მიიღო, რაც პროცენტულად 45, 45%-ია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"კანდიდატს ხატია დეკანოიძეს მხარი 32 703 ამომრჩეველმა - 48, 36% დაუჭირა. "ქართული ოცნების" კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს კი ხმა 34 925 ამომრჩეველმა- 51,64%; მისცა.
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა - 2396-ია.ქუთაისში 124 უბნიდან ყველა დათვლილია.