რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი-ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი არჩევნებში მიღწეულ შედეგს.ხატია დეკანოიძემ ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია მედიასთან შეაჯმა.
"მე ამაყი ვარ , რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მივიღე ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.გუშინ " ქართულ ოცნებას" ჩაეშალა დაწყებული ზეიმი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.საქართველოს დიდმა ქალაქებმა რეჟიმს ბრძოლა გამოუცხადეს. "-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, ხატია დეკანოიძემ ხმების 43,20% მიიღო, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა 41,56% ქუთაისში მეორე ტური დაინიშნება.