"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ საარჩევნო პროგრამა და "ქუთაისის აღმშენებლობის გეგმა" წარადგინა.როგორც პოლიტიკურ პარტიაში ამბობენ,გუნდს აქვს თანმიმდევრული ხედვა,როგორი უნდა იყოს განვითარებული,ევროპული ქუთაისი.
"დღეს ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა, სოციალური პრობლემები და იმის განცდა, რომ ქუთაისელი ადამიანი ვერ პოულობს საკუთარ ქალაქში რეალიზების საშუალებას. მათ შორის, არის უზარმაზარი რიგები ავიასალაროების წინ . ჩვენი მისია არის გადავაქციოთ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მიზიდულობის ცენტრად, რომ აქ ჩამოსული ადამიანები აღფრთოვანებული იყვნენ არამარტო წარსულის დიადი ძეგლებით, არამედ წარმატებული აწმყოს მოცემულობით, იხილონ ადამიანები ბედნიერი სახეებით. ეს კი შესაძლებელია იმ პროგრამის განხორციელებით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩევლებს.