ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ქუთაისის მერიის წინ მორიგი აქცია- პერფორმანსი გამართა.ნიკა ნარსიამ,რომელიც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია,ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ "ბოცა" მიიტანა წარწერით "ხახალეიშვილი".როგორც მან აღნიშნა, სოსო ხახალეიშვილის ადგილი ქუთაისის მერიაში არ არის და "ისე დაიფშვნება არჩევნებზე როგორც ეს ბოცა დაიფშვნა". ნარსიას თქმით,მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი "სუსთან"თანამშრომლობს და უწყებაში მას კოდური სიტყვით "ბოცა"მოიხსენიებენ.
ადგილზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.რაიმე სახის დაპირისპირება არ მომხდარა.