როგორც პარტიის სიის პირველა ნომერმა სამსონ გუგავამ განაცხადა, ამ არჩევნებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროპორციული სიის ნაწილია.
,,მთავარია სახელისუფლებო პარტიას ლეგიტიმაცია გამოვაცალოთ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივცეთ 43%-ის აღების შესაძლებლობა. შესაბამისად მთელი რესურსი სიისკენ მივმართეთ.“-განაცხადა გუგავამ.
,,ლეიბორისტული პარტიიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სწორედ სამსონ გუგავა იქნება. ის პროპორციული სიის პირველი ნომერია.