საარჩევნო კომისიამ არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით ახალი დადგენილება მიიღო.
როგორც პრეს სპიკერი ნათია იოსელიანი განმარტავს, დადგენილება 4 ძირითადი მიმართულებისგან შდეგდება და არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას ისახავს მიზნად.ახალი წესის მიხედვით დგინდება როგორც საარჩევნო კომისიების, ასევე საარჩევნო უბნებში საპრევენციო ხასიათის სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობა. ამავე დდაგენილების თანახმად , თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზს და დააფიქსირონ ხმის მიცემის სურვილი, რის შემდეგაც ისინი სპეციალურ სიებში მოხვდებიან.