მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. ბიურო დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ გადადგა, მთავრობის მეთაურობის კანდიდატად კი "ქართულმა ოცნებამ" თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელსაც ეს პოსტი ერთხელ უკვე ეკავა.