ქუთაისის წინ გუშინ საღამოს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა 6 ადამიანი დააკავეს.დღეს მათი სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.სასამართლოსთან აქტივისტები არიან შეკრებილები და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ,წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.
შეგახსნებთ,გუშინ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ქუთაისის მერიაში შესვლას ცდილობდნენ , რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ისინი ასევე ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ,თუმცა იოსებ ხახალეიშვილი მათთან არ გამოსულა.მოგვიანებით.ქუთაისის პირველმა პირმა წერილობითი განცხადება გაავრცელა,სადაც ფაქტი ,,ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგ მცდელობად,, შეაფასა.