პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრი გიგა შუშანია, კერძო ნაგავსაყრელის მოწყობაში ქუთაისის მერს ადანაშაულებს.შუშანიამ ბრიფინგი ანჯაფარიძის ქუცაზე გამართა, სადაც მისი განცხადებით, ე.წ. მეორადი ასფალტი იყრება.
,,ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილია ნაგავსაყრელი. ასფალტი, რომელიც იღება ქალაქის მასშტაბით, აქ იყრება. ქუთაისის მერი, რომელიც დიდგულზეა ელემენტარულად ყვავილების გამყიდველების მიმართ, რომლებსაც ლუკმაპური შეაქვთ ოჯახში, თვალს ხუჭავს ამ უკანონობაზე,ზედამხედველობის სამსახური საერთოდ არ გამოჩენილა და უფრო მეტიც, სახეზე გვაქვს კორუფცია.კერძო სტუქტურები ასფალტის ანაფრეზს ყიდულობენ მერის და მერიი მაღალჩინოსნების ნებართვით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიყავით სწორი, როცა აღებ-მიცემობაზე ვსაუბრობდით ქუთაისის მერიაში და პროკურატურაშიც სარჩელი შევიტანეთ მერის წინააღმდეგ,, -განაცხადა გიგა შუშანიამ