საკრებულოს წლის ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სამოცი მილიონ ოთხმოცდაექვსი ათას ხუთასი ლარით განისაზღვრა.ბიუჯეტს უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.პრიორიტეტი კი სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურაა.
სხდომას საკრებულოს ოპოზიცია არ ესწრებოდა. ისინი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.