დღეს ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ლევან მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა 13 ნოემბრამდე გაგრძელდება.ორგანიზატორი ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაა.
ლევან მოსიაშვილი საფრანგეთსა და საქართველოში მოღვაწეობს.
"-ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ,მაგრამ ვქართველობ,საქართველოს შვილი ვარ"-უთხრა თვითნასწავლმა მხატვარმა საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორს,,.
მისი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება (საქართველო, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია, შვეიცარია, იტალია, იაპონია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, თურქეთი, ბელგია, ინგლისი, ბრაზილია, ჩილე, შვედეთი, ნორვეგია, ჩინეთი).

მხატვრის ნახატები გამოფენილია პრაღის ნაციონალურ მუზეუმში, პენტაგონის ცენტრალურ ოფისში (ვაშინგტონში), მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორიაში, საფრანგეთის არაერთი ქალაქის მერიასა თუ სხვა ოფიციალურ დაწესებულებაში.
მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა ლიონში, პარიზში, ნიცაში, ტულუზაში, პერუში, ტურნეფეში და ლე ვერდიეში. მოსიაშვილის პერსონალური გამოფენები ასევე გაიმართა თელავში (საქართველო), სიგნარში (საქართველო), სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი), დამასკოსა და ალეპოში (სირია), საარემააში (ესტონეთი).

