ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა , მათ შორის 8 253 ანტიგენით და 6 586 PCR -ით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ხოლო გარდაიცვალა 20 ადამიანი .
თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო - ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17.
3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათგან იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან იმერეთში-34. 7
65 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 26-იმერეთში.
3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში-64.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის იმერეთში-2 497.