ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 კვლევა , მათ შორის 8 313 კვლევა ანტიგენით და 5 138 PCR-ით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა
გამოჯანმრთელდა 2 638 პირი, ხოლო გარდაიცვალა 25 ადამიანი.
თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 367, ქვემო ქართლი - 132, შიდა ქართლი - 144, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155, კახეთი - 147, მცხეთა-მთიანეთი - 34, სამცხე-ჯავახეთი - 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 055. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი,აქედან იმერეთში - 209. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან იმერეთში - 52.
1 287 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 - იმერეთში.
5 968 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 401 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში - 13.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 920 ადამიანი, მაქედან იმერეთში - 3 865