ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სავარაუდოდ,რვავე 32- ე სკოლის კლასტერს უკავშირდება,თუმცა მიმდინარეობს მათი დაინფიცირების წყაროს დეტალური კვლევა. ახალი შემთხვევები არ უკავშირდება ქალაქის ცენტრში განთავსებულ საველე კარავში დატესტილ კონტაქტებს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით,ქალაქში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, დინამიკა კლებადი და კარავში ეპიდემიოლოგების მუშაობის აუცილებლობა აღარ დგას, შესაბამისად იგემება კარვის აღება. იმერეთის მასშტაბით დადასტურებული კოვიდით სულ 187 პაციენტი მკურნალობს, მათგან 85 პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
,,ბოლო 24 საათში 1400-მე ანალიზიდან დადებითია 8. რეალურად კარავში სადღაც 70 ნიმუში ავიღეთ გუშინ,თუმცა ამ 8 შემთხვევიდან კონკრეტულად არ ვიცით რომელიმე თუ იყო დადასტურებული კარავში,ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება. გადავწყვიტეთ რომ დღეიდან კარავი აღარ იმუშავებს, ვინაიდან ის რისკ ჯგუფები, პედაგოგები, რომლებსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაშ აჭარში ქონდა მოგზაურობის ისტორია მთლიანად გამოვიკვლიეთ. ,, -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ