ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი დაემატა. მათგან 8 ქუთაისის ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი ცაგერის კონტაქტებია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
" ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. დაგვემატა 13 ახალი პაციენტი და ჯამში გვყავს 30 კოვიდდადებითი. ახალი პაციენტებიდან 8 ქუთაისის, ხოლო 5 ცაგერის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა კვლავ კოვიდმიმღევ კლინიკად გადაკეთდა. ამ დროისთვის, კლინიკაში 14 ბავშვი და 16 მოზრდილი მკურნალიბს.