ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.მათგან კარავში არც ერთი ფაქტი გამოვლენილა.ახალი შემთხვევები ყველა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება.
,,გასულ 24 საათში ქუთაისში 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.კარავშიც ვაგრძელებთ ტესტირებას.თუმაცა აქ არ გვქონია არც ერთი დადებითი შემთხვევა.გადავხედავთ დინამიკას და თუ საჭიროება აღარ იქნება,მაშინ ავიღებთ კარავს.ყველა კონტაქტი ვიცით და შეგვძლია ვმართოთ სიტუაცია,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.