ჭიათურელი პიანისტი,20 წლის სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში გამართული მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
ჭიათურელი პიანისტი,20 წლის სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში გამართული მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიდი ქართველი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის საიუბილეო 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.
1 ივლისს საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2021“ დახურება. ცერემონია ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში გაიმართება.
კინოთეატრ „საქართველოში,, რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კინოჩვენებები გაიმართა.,,არაჩვეულებრივიგამოფენა,, ,,შერეკილები,, ,,ფეოლა,, ,,ჰარი ჰარალე დედაო,,- ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელთა ნახვის საშუალებაც მაყურებელს რეზო ჩხეიძის სახელობის კინოდარბაზში დღეს აქვს.
ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია, ღონისძიება ქუთაისის მერიის ორგანიზებით იმართება.
ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 6 ივნისს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი, საერთაშორისო ფესტივალ ,,თეატრალური იმერეთი“ -ს ფარგლებში მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა. დასმა ავთანდილ სახამბერიძის რეჟისორობით, ოთარ ბაღათურიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ მეფე ლირი თავშესაფარში“ წარმოადგინა. მსახიობებმა მოხუცთა თავშესაფრის მობინადრეების ტრაგიკული ისტორიები, მაყურებლამდე სევდანარევი იუმორით და მაღალმხატვრული სასცენო ოსტატობით მიიტანეს.
წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება. ფესტივალის მონაწილეებს პროფესიული ჟიური შეაფასებს.
საერთაშორისო ფესტივალს “თეატრალური იმერეთი” მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ღონისძიება ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. ფესტივალი 17 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებამოქალაქე ნინო ალანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს,რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. …
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკა