ბაღდათის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ერთ-ერთი სახინკლის თანამშრომელს დაუდასტურდა. 41 წლის მამაკაცი სახინკლე ,,საჩვენოში,, ბარმენად მუშაობდა. ვირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის 5 წევრს და კვების ობიექტის კიდევ ხუთ თანმშრომელს .ინფორმაციას ადასტურებს ბაღდათის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო მაჩიტაძე.მისი თქმით კონტექტების მოძიება მიმდინარეობს, თუმცა ვინაიდან სახინკლეს ყოველდღიურად ბევრი ადამიანი სტუმრობდა, სავარაუდოდ კონტაქტები მრავალრიცხოვანია.