ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით დაინფიცირდა.
საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, ავთანდილ ოსეფაიშვილს ვირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა, ის კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არ არსებობს და ყველა პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდონარეობს. თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე ასრულებს.
კორონავირუსის 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 245 იმერეთში დაფიქსირდა.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ, კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.
24 საათში გამოჯანმრთელდა 604 ადამიანი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 10 767-ს.
24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, 201 გარდაცვალების 201 შემთხვევა დაფიქსირდა.
,,დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში - 10 245, იმერეთში - 3 861,,-განცხადა ბერდია სიჭინავამ.