დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივ ატრიბუტად ქცეული დისტანციური სწავლება შემოდგომაზე საჭირო ისევ გახდეს. მისივე განმარტებით, სექტემბერში შესაძლებელია სწავლის აღდგენა, ოღონდ შესაბამისი წესების დაცვით.
როგორც სპეციალისტები გვირჩევენ "მეორე ტალღისთვის" სერიოზული მზადება უნდა დეავიწყოთ.
განათლების სამინისტროში ყველა ვერსიას განიხილავენ და არ გამორიცხავენ ონლაინ სწავლების განახლებას, ეს კი შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სირთულის და მეორე ტალღის შემთხვევაში.
პარლამენტმა დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ავტორი ანი გურამიშვილი
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.