ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ეპდსიტუაციის გაუარესების გამო მოხდა.
„ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. ვითარების ანალიზის საფუძველზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, ეს არის გაჩერებები, ბაზრობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, - განაცხადა ღიბრაძემ.
ასევე ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება.
"აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00 სთ-დან 00:05 სთ-მდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს."-განაცხადა ღიბრაძემ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს "აგვისტოს ომის" დროს, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ირაკლი ჯანელიძის საფლავს დღეს პატივი ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ და ქუთაისი მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად მიაგეს.
ირაკლი ჯანელიძე 2006 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალების, სენაკის მეორე ბრიგადაში, კავშირგაბმულობის ასეულში კონტრაქტით მსახურობდა. იგი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაიღუპა.