ქვეყნის მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება.
ქვეყნის მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება.
ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები, ამნისტიის აქტის გადახედვას მოითხოვენ. მათი თქმით, კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება.აქციის მონაწილეების განცხადებით, საჭიროა კანონი ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს.
,,მოვითხოვ, რომ ყველა პატიმარს შეეხოს სასჯელის შემსუბუქება ერთი მეოთხედით მაინც. მყავს პატიმარი შვილი, 22 წლის ბიჭი, რომელიც ამ კანონს დიდი სიხარულით ელოდებოდა. კანონი შეეხო ისეთ მუხლებს, რომელიც არ არის მძიმე. ჩემს შვილს მისჯილი აქვს 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.მას ამნისტია არ შეეხო, რასაც ვაპროტესტებ,,-აცხადებს ხატია მდივანი,ერთ-ერთი პატიმრის დედა.
ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ათამდე პატიმარმა ამნისტიის კანონპროექტის გადახედვისა და გაცილებით ფართომაშტაბიანი ამნისტიის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
მმართველმა გუნდმა ამნისტიის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო, კანონი სისხლის სამართლის კოდექსის 45-ზე მეტ მუხლს ეხება, საუბარია იმ დანაშაულზე, რომლებიც ნაკლებად მძიმეა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე გაეცნო იმ სახლებზე ჩატარებულ სამუშაოებს, რომლებიც ქუთაისის მერიის „ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინდივიდუალური საცხოვრებლების გადახურვის პროგრამით“ გადაიხურა.
აღნიშნული პროგრამით, 2020 წელს შეირჩა 23 ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ზე ქვემოთაა. მათი სახლების სახურავები ძალიან იყო დაზიანებული. გასულ წელს უკვე დასრულდა 9 სახლის გადახურვა, დანარჩენი კი მიმდინარე წელს დასრულდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში, წერეთლის ქუჩის ახალი მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნულის გამო, 11 იანვრიდან 15 თებერვლამდე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყდება შპს „გურმანიდან“ მე-12 საჯარო სკოლამდე მონაკვეთზე. ჩაიკეტება ფოთის ქუჩაც. ინფექციურ საავადმყოფომდე მისვლა შესაძლებელი იქნება არხის ქუჩის გავლით. 11 იანვრიდან მოძრაობა აღდგება წერეთლის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც აქამდე იყო დაკეტილი- ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან შპს „გურმანამდე“.
გვიან ღამით ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. სროლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. ხატია ახალაიას ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა,გამოძახებული იყო პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ფაქტზე არ საუბრობენ ადგილობრივები, ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ სოციალური ქსელით გაიგეს.
პროექტი :"ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების მდგრადი ეკონომიკური გაძლიერება საკუთარი ბიზნესის განვითარების გზით" დაფინანსებულია ქუთაისის მერიის მიერ და ხორციელდება მეწარმე ქალთა ფონდის თანადაფინანსებით.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა, არამარტო ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ სამთავრობო დონეზე.
დეტალურად იხილეთ ლინკზე👇
Wizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპის 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო…
პარასკევი დეკემბერი 19
In ეკონომიკადაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები დროებით დაიკეტება. 22-23…
პარასკევი დეკემბერი 19
In საზოგადოებაწმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში…
პარასკევი დეკემბერი 19
In რელიგიასაერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება