ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოქალაქე მოინახულა, რომელიც ძლიერმა ქარმა დააზიანა.
ძლიერმა ქარმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. დილიდან ა(ა)იპ " სპეციალური სერვისები" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ქალაქში რამდენიმე ქუჩაზე ხეები წაიქცა და საჰაერო კომუნიკაციები დააზიანა. აღმაშენებლის გამზირზე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც.
ააიპ "ქუთგანათების სერვისის"ინფორმაციით,ძლიერი ქარის გამო,ქუთაისის ერთ-ერთ შემოსასვლელში,ნიკეას ქუჩაზე აღმართული საქართველოს დროშა,უსაფრთხოების მიზნით,დროებით დაეშვება. ეროვნული სიმბოლიკა ქარის ჩადგომისთანავე აღიმართება.
ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები,ეტაპობრივად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სასტუმრო "თბილისთან" ხე ავტომანქანას დაეცა, ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი არ დაშავებულა.
ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა ჭავჭავაძის გამზირზე.
ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისში მამაკაცი დაშავდა.მას ხის ტოტი დაეცა. ინციდენტი პირველი საჯარო სკოლის წინ მოხდა.
"ქუთაისში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას ხეები დააზიანა. ზოგიერთ ქუჩაზე ხეები ძირ-ფესვიანად არის მოგლეჯილი.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 24 სხვადასხვა სინჯის ( მათ შორის…
ხუთშაბათი ივნისი 18
In სპორტიბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილეებთან ერთად, სოფელ წითელხევში ხიდის…
ხუთშაბათი ივნისი 18
In საზოგადოებაწელს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს . ფესტივალი 24 ივნისიდან 2…
ხუთშაბათი ივნისი 18
In კულტურაიმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის…
ოთხშაბათი ივნისი 17
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების…
სამშაბათი ივნისი 16
In საზოგადოება