ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი ვლა-გეზი იცვლება.
მანდარიას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მარტიდან აღნიშნულ ქუჩაზე დროებით შეწყდება ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისად, დროებით შეიცვლება #1 და #3 მუნიციპალური ავტობუსების სვლა-გეზი :
# 1 ავტობუსი - აღმაშენებლის გამზირი, მობრუნდება ბალახვნის მოედანზე, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი.
#3 ავტობუსი - წითელი ხიდი, რუსთაველის გამზირი, აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ მეორის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა, ახალგაზრდობის გამზირი, რიონჰესის დასახლება.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება.
"28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ღიბრაძემ.