ინფორმაციას ხონელიძის სამშობიარო ავრცელებს.58 წლის რუსუდან არველაძემ შვილი 2 აგვისტოს,საკეისრო კვეთით გააჩინა.
ინფორმაციას ხონელიძის სამშობიარო ავრცელებს.58 წლის რუსუდან არველაძემ შვილი 2 აგვისტოს,საკეისრო კვეთით გააჩინა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის - „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ თანახმად, 2022 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა 240 000 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლებთან შედარებით სერიოზულ ზრდას წარმოადგენს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა გიგაურმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ომის დაწყების შემდეგ 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. კვლევის მიხედვით, დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.
„გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, დაახლოებით 240 000 ადამიანი შემოვიდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის სერიოზული ზრდა წინა წლებთან შედარებით. საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა; მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. ხშირ შემთხვევაში ეს რეგისტრაციები ხდება ფიქტიურ მისამართებზე, მაგალითად აბაშაში, სოფელ ქოლობანში ბოლო 3 თვეში დარეგისტრირდა 108 რუსული კომპანია, ადიგენის სოფლებში კი 600 რუსული კომპანია“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართავს. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამ კუთხით, მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები არ გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის და საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ქუთაისელი ექიმი,ფოტოხელოვანი და მუსიკოსი თემურ ძიძიგური 65 წლის ასაკში გადაიცვალა.ის სიმსივნეს ებრძოდა.თემურ ძიძიგურის ოჯახს უსამძიმრებენ ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და საზოგადოების წარმომადგენლები.
"ყველასათვის საყვარელი,წარმატებული ექიმი, ხელოვანი და კარგი ადამიანი დააკლდა ქუთაისს.
საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ორი მაშველი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ.
„მინდა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები დავკარგეთ, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლები ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენ ყველას გული დაგვწყვიტა ამ დიდმა ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 ათას ლარს. ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპული ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა
10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს…
ორშაბათი მარტი 09
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან ერთად, ქალთა…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთადა.ა.ი.პ. ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების ოჯახის…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება . ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების…
კვირა მარტი 08
In საზოგადოება