დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ზვიად გამსახურდიას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.ის 1939 წლის 31 მარტს,თბილისში დაიბადა.
ზვიად გამსახურდია 1993 წელს,სოფელ ძველ ხიბულაში გარდაიცვალა.
1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში.
მისი ნეშტი საქართველოში 2007 წელს ჩამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.