ბოლო მონაცემებით სტიქიამ ქუთაისში ზიანი 142 საცხოვრებელ სახლს მიაყენა. ძირითადად გადახდილია სახლის სახურავები. ასევე რამდენიმე შენობაზე მოხდა ფასადის დაზიანება.
ბოლო მონაცემებით სტიქიამ ქუთაისში ზიანი 142 საცხოვრებელ სახლს მიაყენა. ძირითადად გადახდილია სახლის სახურავები. ასევე რამდენიმე შენობაზე მოხდა ფასადის დაზიანება.
იმერეთში ქარის სიმძლავრემ იკლო, თუმცა ამ დრომდე რეგიონში დაზიანებულია 718 შენობა, ასევე შეფერხებებია ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით. მთელი დღის მანძილზე შესაბამისი ჯგუფების მიერ მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები, რის შედეგადაც რიგი საკითხების გადაჭრა დროულად მოხერხდა.
ძლიერმა ქარმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სახლი დააზიანა.
ქუთაისში დღის განმავლობაში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდა. მოიმატა დაზიანებების რაოდენობამაც. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომელთა თანამშრომელები მთელი დღის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, გადიან შემთხვევების ადგილზე და ეხმარებიან მოსახლეობას.


მესამე დღეა იმერეთი სტიქიას ებრძვის. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა რიგი პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით 300-მდე შენობის სახურავი არის დაზიანებული, 125 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე შეზღუდულია ბუნებრივი აირის მიწოდება. გარდა ამისა მუნიციპალიტეტებში წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.
ხუნდაძის 63 ნომერში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაზიანებულია სამი ავტომობილი.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების…
სამშაბათი ივნისი 16
In საზოგადოებაიმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10)…
სამშაბათი ივნისი 16
In საზოგადოება16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება,ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ქ.…
სამშაბათი ივნისი 16
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და…
ორშაბათი ივნისი 15
In საზოგადოებაიმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა მუნიციპალიტეტების…
ორშაბათი ივნისი 15
In საზოგადოება