სახალხო დამცველი არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეს შეისწავლის.
,,სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს.