- საზოგადოება
- გადასვლები: 809
"სპრინტერი უნდა, 2 მილიონი დოლარი, ვერტალიოტი უნდა, რუსული დროშა უნდა და ერთი ანკესი უნდა ამ კაცს"-საქართველოს ბანკის შენობიდან მორიგი ლაივჩართვა განხორცილედა.კადრში მძევლები ჩანს და ასევე სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი,რომელიც ამბობს, რომ ბომბები წამზომზე აქვს.
მძევალი სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება.
"არ ვხუმრობ,მეხუმრება ახლა აქანა რო ვზივარ?ვხუმრობ ხო გეღადავები...აგერ აქვს ბომბი ამ ადამიანს,რა მეხუმრება.შეიარაღებულია აბა რა, დანა-ჩანგლით არის მოსული.."-ამბობს მძევალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
რუსთაველის ქუჩაზე,საქართველოს ბანკის შენობასთან პერიმეტრი გადაკეტილია. მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა,ასევე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
პირი,რომელიც ბანკის შენობაში შეიჭრა,2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მიღების ვადად 3 საათს ასახელებს.
თავდამსხმელს აყვანილი ყავს მძევლები.
შეაიარაღებული პირი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის შენობაში შეიჭრა, 2 მილიონი დოლარის მისაღებად პოლიციას ვადას 3 საათი აძლევს.
თავდამსხმელმა ,,ლაივი,, ჩართო და თავისი მოთხოვნები ერთ-ერთ მძევალს გააჟღერებინა. როგორც მძევალი ვიდეოში ამბობს, ,,შემოვიდა ადამიანი და ითხოვს ფულს.შეხედე ბომბები რაფერაა.. აგერაა ბომბი.....,, კადრში ჩანს ასაფეთქებელი მოწყობილობა,რომელიც კედელზეა მიმაგრებული.
კადრში ასევე ჩანს მამაკაცი, რომელსაც ნიღაბი უკეთია და სამხედრო ფორმა აცვია.
საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა…
სამშაბათი მარტი 10
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკაℹ️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა…
სამშაბათი მარტი 10
In საზოგადოება10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს…
ორშაბათი მარტი 09
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან ერთად, ქალთა…
კვირა მარტი 08
In საზოგადოება