ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი,რომელიც ქალაქში მაღაროების მუშაობაზეა პასუხისმგებელი, განაცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით,მაღაროების ამუშავება ბლოკირების პირობებში ვერ მოხდება.
,,ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა. წარმოების განახლების პროცესს მაღალკვალიფიციური მენეჯერი მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს, რომელიც წლების განმავლობაში ურთულეს სამთო ტექნოლოგიურ პროექტებს მართავდა.
მიხეილ სოცკი მოწვეული იყო სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტის სტატუსით. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით შემუშავდა სტაბილურობასა და ეფექტიანობაზე გათვლილი ჭიათურის მაღაროების გახსნის გეგმა.
ახალმა ხელმძღვანელმა უკვე გამართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ჭიათურის საწარმოების მენეჯერებთან.
შემუშავებული გეგმის მიხედვით წარმოების აღდგენა განხორციელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს, როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს. სწორედ ეს არის ერთადერთი გზა მომგებიანი, სტაბილური და უსაფრთხო ოპერირების დასაბრუნებლად. ყველა თანამშრომელი დეტალურად ინფორმირებული იქნება დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და მათთან კომუნიკაცია გამჭვირვალედ და ეტაპობრივად წარიმართება.
ამავე დროს, რეორგანიზაციის პარალელურად დაიწყება დახურული მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება. თითოეული მაღაროს შესწავლის შემდეგ დაიწყება აღდგენა - გადამაგრებითი სამუშაოები.
კომპანიის პოზიცია უცვლელია –პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია.
კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება.
ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში. ადგილობრივი ჯგუფების მიერ მაღაროები უკვე ერთ წელზე მეტია პარალიზებულია. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში, საიდანაც კომპანია მადნის 70%-ზე მეტს მოიპოვებდა – ამ მოცულობის დანაკარგი პირდაპირ აზიანებს როგორც კომპანიას, ასევე საფრთხეს უქმნის რეგიონს .
მოვუწოდებთ ადგილობრივ ჯგუფებს, შეწყვიტონ პიკეტირება და ხელი არ შეუშალონ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას.,,-წერია განცხადებაში.
ვანის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზის კმ 15-23 მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 3 200 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მოიცავს საავტობილო გზის ვაკისის სუსტი გრუნტების შეცვლას, ასფალტ-ბეტონის შემასწორებელ და ზედა ფენის დაგებას, გვერდულების კეთილმოწყობას, საგზაო ნიშნების და უსაფრთხოების მარეგულირებლების,ასევე კიუვეტების და მიერთებების მოწესრიგებას.
აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია გზის კმ 23-29 მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელზეც ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.