თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქუთაისელი ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა .
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქუთაისელი ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა .
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს , ვეტერან მორაგბეს თენგიზ ტურძელაძეს 60 წლის იუბილე რაგბის N22-ე სპორტულ სკოლაში მეგობრებმა, ვეტერანმა და მოქმედმა რაგბისტებმა მიულოცეს.
საიუბილეო შეხვედრას ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე ესწრებოდნენ.
თენგიზ ტურძელაძეს ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,ასევე 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო წოდება მიენიჭა.
ქუთაისის მერიაში იტალიელ ინვესტორს , ფაბიო მანინის შეხვდნენ. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის“ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა საფეხბურთო კლუბთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, რეგულაციების გათვალისწინებით და რეკომენდაციების დაცვით , ჭადრაკში ღია პირველობა ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. ღონისძიება ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და ჭადრაკის იმერეთის ფედერაციის ორგანიზებით შედგა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლო,როგორც მოყვარულს ასევე პროფესიონალს. ღონისძიების მიზანს ჭადრაკის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში გამოცხადებული სანაკრებო პაუზის დროს ქუთაისის ,,ტორპედომ,, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გათამაშების ლიდერთან ბათუმის ,,დინამოსთან,, ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩის პირველი ნახევარი ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა . სტუმრებმა ორი ბურთი გაიტანეს. მატჩის დასასრულს კი ,,ტორპდომ ,, მობილიზება შეძლო და გამარჯვების ბურთი გიორგი ფანცულაიამ შეაგდო. თამაში ქუთაისელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას ,,ტორპედო,, 13 სექტემბერს შინ გამართავს და უშუალო კონკურენტს -სამტრედიის,,სამტრედიას,, უმასპინძლებს.
13 სექტემბრიდან ქუთაისი შვიდკაცა ფეხბურთში მასტერ ლიგის გათამაშებას უკვე მეორედ უმასპინძლებს .ტურნირირი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და დასწრება უფასო იქნება. შეჯიბრში იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან 10 გუნდი იასპარეზებს. ფინალი და სუპერფინალი თბილიში გაიმართება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან…
პარასკევი ოქტომბერი 23
In საზოგადოებაქუთაისში ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის ორგანიზებით,…
პარასკევი ოქტომბერი 23
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის…
ხუთშაბათი ოქტომბერი 22
In საზოგადოება21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად…
ოთხშაბათი ოქტომბერი 21
In ჯანდაცვამას შემდეგ, რაც აუქციონები დასრულდება, გამოჩნდება, ვის აქვს კონკრეტულად ინტერესი კონკრეტული სანატორიუმების მიმართ, ჩვენთვის მთავარია,…
სამშაბათი ოქტომბერი 20
In საზოგადოება