ქალაქ ბათუმში, ყინულის სასახლეში ჩატარდა ახალგაზრდული ფესტივალი ყინულის ჰოკეიში, სადაც ქუთაისის ყინულის ჰოკეის გუნდი მონაწილეობდა. ჰოკეისტებმა (ასაკი 7-9 წელი) წარმატებით სძლიეს ყველა მოწინააღმდეგეს და პირველი ადგილი დაიკავეს. გუნდის წევრი გაბრიელ კოსიცკი საუკეთესო მოთამაშეთ დასახელდა.
ასევე უნდა აღინიშნოს სხვადასხვა დროს უფროსი ასაკის (15 წლამდე) ჰოკეისტების წარმატებული ასპარეზობები, რის შედეგადაც გუნდის ორი წევრი, სანდრო მუმლაძე და ნუგზარი აბდალაძე გამოძახებულია საქართველოს ყინულის ჰოკეის ოლიმპიურ ნაკრებში და ნაკრებთან ერთად გააგრძელებს მომზადებას 2025 წლის ოლიმპიური ასპარეზობისთვის.
ქუთაისის ყინულის მოედნის მწვრთნელ-მასწავლებელი გენადი კოსიცკია.