ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლილე სვანაძემ.
ლილე ქუთაისის საჭადრაკო სკოლას, წარმოადგენს,მისი მწვრთნელი ხათუნა გუბელაძეა.
ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლილე სვანაძემ.
ლილე ქუთაისის საჭადრაკო სკოლას, წარმოადგენს,მისი მწვრთნელი ხათუნა გუბელაძეა.
უკვე მესამედ, ქუთაისელი პარამკლავჭიდელი, ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია.
მისი მწვრთნელი ირაკლი გამთენაძეა.
ევროპის ჩემპიონატი რუმინეთში, ქალაქ კლუჟ-ნაპოკა-ში მიმდინარეობს.
ვახტან ახობაძე არის მსოფლიოს ჩემპიონიც.2024 წელს, მოლდოვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვახტანგ ახობაძემ 60 კგ წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) ოქროს მედალი მოიპოვა. ეს მისი მეორე მსოფლიო ჩემპიონობაა; პირველი გამარჯვება 2015 წელს მალაიზიაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა .
ის 2024 წელს ქუთაისის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა .
ქუთაისელი მკლავჭიდელები ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობენ.
რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკა-ში მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატი იმართება. ქუთაისელი ავთო თუთბერიძე, 23 წლამდელთა შორის ოქროს მედლის მლობელია, მარცხენა მკლავი.
მესამე ადგილი - ნოდარ ბოჯგუა, მარცხენა მკლავი.
მესამე ადგილი - 18 წლამდელებს შორის, ნიკოლოზ ყიფშიძე, მარცხენა მკლავი.
მწვრთნელი ირაკლი გამთენაძეა.
ისტორიაში პირველად, აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ მედალი მოიპოვა. ნაკრების ორივე სპორტსმენი ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მოსწავლეა (მწვრთნელი, ნიკოლოზ მიქაუტაძე).
ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა. აკადემიური ნიჩბოსნობის აბსოლუტურ ასაკში ორადგილიანი გასაშლელი ნავით, გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა 2000-მეტრიანი დისტანცია 06:59,12 წამში დაფარეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
"ქუთაისი 2010" ა - ჩემპიონის ტიტული არ დათმო და წელს ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ - ჩემპიონი გახდა
გადამწყვეტი ბრძოლა "თსუს" წინააღმდეგ დღეს "ქუთაისი 2010-ის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
გუნდებს შორის სეზონის ყველაზე დაძაბული ბრძოლა დღეს შედგა, თუმცა ქუთაისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი სიძლიერე, ლიდერობა, გუნდურობა და თამაში საბოლოო ანგარიშით 93-82 -11 ქულიანი სხვაობით დაასრულა.
შეგახსენებთ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალი ქუთაისში დაიწყო ,სადაც 2 ჯერ "თსუ" დაწინაურდა, შემდეგ 2 მატჩში კი ქუთაისურმა კლუბმა ანგარიში შემოაბრუნა .
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს. საქართველოს ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდა , 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.
ქუთაისელ მოჭადრაკეები მარიამ გიორგაძე, ბარბარე აშოთია და გაბრიელ გაბადაძე ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ, მეორე ადგილზე გავიდა ლილე სვანიძე, მესამე ადგილი კი მარიამ მიქაძემ, ანასტასია ჭიჭინაძემ, თეკლა კოღუაშვილმა და ანდრია ყუბანეიშვილმა მოიპოვეს.
ახალგაზრდა მოჭადრაკეებს და მათ მწვრთნელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან…
პარასკევი ოქტომბერი 23
In საზოგადოებაქუთაისში ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტის ორგანიზებით,…
პარასკევი ოქტომბერი 23
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის…
ხუთშაბათი ოქტომბერი 22
In საზოგადოება21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად…
ოთხშაბათი ოქტომბერი 21
In ჯანდაცვამას შემდეგ, რაც აუქციონები დასრულდება, გამოჩნდება, ვის აქვს კონკრეტულად ინტერესი კონკრეტული სანატორიუმების მიმართ, ჩვენთვის მთავარია,…
სამშაბათი ოქტომბერი 20
In საზოგადოება