ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ უწყვეტი პროტესტის ფარგლებში დღეს მშრალი შიმშილობა დაიწყეს.ისინი წყლის მიღებაზეც უარს ამბობენ. შუქრუთის მაცხოვრებლები მეექვსე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოს წინ იმყოფებიან. ერთ-ერთი მოშიმშილე ჯანო ლაბაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისგან მათი პრობლემებით ისევ არავინ დაინტერესებულა.
შიმშილობის ფონზე აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება პერიოდულად ჭირდებათ
უბედური შემთხვევა ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში-გარდაცვლილია მამაკაცი
,,რიონის ხეობის მცველები,, დღეს იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ შეიკრიბნენ და და მათი მხარდამჭერის დაკავება გააპროტესტეს.ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ გუშინ სოფელ სატყულიაში დააკავა.
დაკავებულს ბრალი ხვალ წარედგინება. აქტივისტები ხვალ საქალაქო სასამრთლოსთან აქციას აანონსებენ. ირაკლი მუკბანიანის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ქონდა ადგილი.მის თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შემთხვევა დღეს ახალგაზრდობის ქუჩაზე მოხდა. 80 წელს გადაცილებული ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უკვე მეოთხე დღეა, რაც თბილისში ამერიკის საელჩოსთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები აქციას მართავენ. პირამოკერილი ადამიანები მედიატორის საშუალებით ამერიკის ელჩისგან დახმარებას ელიან. მმართველობის მონიტორინგის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი ნოდარ ჩაჩანიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია,,ჯორჯიან მანგანეზმა,, რამდენჯერმე სცადა აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება, თუმცა მათ შორის კომპენსაციის გაცემის პირობებზე შეთანხმება ვერ შედგა. კომპანია მხოლოდ ზარალში ნაწილში აპირებს ანაზღაურებას, მოქალაქეები კი მათი ქონების სრულ შეფასებას ითხოვენ.
შეგახსნებთ, რომ მოსახლეობის ნაწილს, მათ შორის ქალებს, პირი აქვთ ამოკერილი და შიმშილობას აგრძელებენ.
2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, - ამის შესახებ…
ორშაბათი მაისი 25
In ეკონომიკაქართული კლასიკო- თბილისის ,,დინამოსა,, და ქუთაისის ,,ტორპედოს,, შეხვედრა დღეს თბილისში გაიმართა. თამაში ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა,…
კვირა მაისი 24
In სპორტისაქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 24…
კვირა მაისი 24
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერის“ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და…
პარასკევი მაისი 22
In საზოგადოება24 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში , თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება ქართული დერბი - „დინამო“…
პარასკევი მაისი 22
In სპორტისაქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 24…
კვირა მაისი 24
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერის“ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და…
პარასკევი მაისი 22
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში,…
პარასკევი მაისი 22
In საზოგადოება26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ჭიათურა 26 მაისს,…
პარასკევი მაისი 22
In საზოგადოება26 მაისს, ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის…
პარასკევი მაისი 22
In საზოგადოება