28-30 ივლისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ყოველწლიური ველო-ფესტივალი გაიმართება.
სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებს დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდებათ.
ველო გადაადგილების პარალელურად, შეეძლებათ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით, მოიპოვონ ქულები დამატებითი თამაშებით და გაიმარჯვონ!
ქულების დაგროვება გზის განმავლობაში შესაძლებელია როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად
სტარტს როდოპოლისის ციხესთან აიღებენ, გაივლიან აჯამეთის ტყეს, ბერიეთის მონასტერს, ეიფელის ხიდს, სოფელ ხანს, ზეკარის უღელტეხილს, ქვასაყდარას, საირმეს, ფინიში კი ქალაქ ბაღდათში იქნება!
🥇 გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზით
დაჯილდოება გაიმართება ველო ფესტის დასასრულს, მესამე დღეს, ბაღდათში
ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია"
"კავკასიის ველო ქსელი"
"საირმე რეზორტი"
"შატო ვარციხე"
DMO Imereti
რეგისტრაცია გაიხსნა! ფორმის შევსებამდე გაეცანით ინფორმაციას
მონაწილეს უნდა ჰქონდეს:
-ველოსიპედი
-ველო ჩაფხუტი
-წყლის მრავალჯერადი ბოთლი
-კარავი
-საძილე
დღე I
გასავლელი მანძილი - 45 კმ; elev.gain - 828 მ;
ჩეკპოინტის რაოდენობა, სადაც მონაწილე ქულას აიღებს: 2
შეკრების ადგილი - როდოპოლისი
შეკრება - 09:00
სტარტი - 09:30 სთ
დაბანაკება სოფელ ხანში - 18:30 სთ
დღე II
გასავლელი მანძილი - 60 კმ; elev.gain - 2340 მ;
ჩეკპოინტის რაოდენობა, სადაც მონაწილე ქულას აიღებს: 2
სტარტი - 08:00 სთ
დაბანაკება ზეკარზე - 19:30 სთ
დღე III
გასავლელი მანძილი - 50 კმ; elev.gain - 260 მ;
ჩეკპოინტის რაოდენობა, სადაც მონაწილე ქულას აიღებს: 2
სტარტი - 11:00 სთ
დაჯილდოება, კონცერტი - 17:00 - 19:00 სთ
მარშრუტის ბმულები:
დღე I, 28 ივლისი: როდოპოლისის ციხე - აჯამეთის ტყე - წყალთაშუა - ხანი
დღე II, 29 ივლისი: ხანი - საიმე - ზეკარის უღელტეხილი
დღე III, 30 ივლისი: ზეკარი - წყალთაშუა - ბაღდათი