გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა გელათის კედლის მხატვრობაზე დამატებითი შეუქცევადი ზიანი გამოიწვია- განაცხებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი,, ავრცელებს.
,,თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალური პროკურატურისთვის ჩვენი მიმართვის საფუძველი გახდა.,,-წერია განცხადებაში.
,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი,, მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე და აწარმოოს იგი ყოველმხრივ და ობიექტურად , გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად დროულად და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებულ ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პ.კ. საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა.
სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.
ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
1 მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.
ქ. თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით შიდა ქართლში -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -10, -12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -16, -18 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +4, +6 გრადუსამდე მოიმატებს.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა.
პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში - ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა „ახალგაზრდული პრიორიტეტები“.
მოწვეულმა სტუმრებმა - თამარ ფაჩულიამ (საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი),გია მოშიაშვილმა (ფსიქოტერაპევტი), ქრისტინე ჩიხლაძემ (RICDOG – ის გენერალური მდივნის მოადგილე) - ისაუბრეს თემის-„ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“ შესახებ.

მათ მიერ აღინიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და პრევენციული ზომების მისაღებად საჭიროა საზოგადოების, ახალგაზრდების ინფორმირებულობა. ასევე, ეფექტური და კომპეტენტური რჩევები. გამოიკვეთა, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობა გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც ადამიანებს აწვდის ინფორმაციას და ეხმარება ჯანსაღი ქცევების ფორმირებაში. ჯანმრთელობის ხელშემწყობი სტრატეგიების განხორციელებისას მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პრევენციული ჩარევების დანერგვა.

გადაცემის მონაწილეებმა, ასევე გამოკითხულმა რესპონდენტებმა, ხაზი გაუსვეს, რომ მოზარდებში მაღალია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი, ასევე პრობლემურია არალეგალური ნარკოტიკების გამოყენება. ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებს არ აქვთ ინფორმაცია ,როგორც თავიანთი უფლებების, ასევე მოვალეობების შესახებ. ნაკლებად ინფორმირებულები არიან ,თუ რას ითვალისწინებს კანონი მისი დარღვევის შემთხვევაში,რაც ხელს უწყობს დანაშაულის ზრდას.

ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ადრეული ქორწინებისა და მოზარდთა ორსულობის შესახებ მნიშვნელოვანია.
დარგობრივი სპეციალისტების მიერ ადრეულ ასაკში მიწოდებული ინფორმაცია მოახდენს პრობლემების პრევენციას, როგორიცაა ახალგაზრდების მიმართ ყველა ფორმის ძალადობა და დისკრიმინაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა.ნიშანდობლივია, რომ დროის სწორად ორგანიზებას დიდი როლი აქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და შემეცნებითი განვითარებისთვის.
გადაცემის ბოლოს მონაწილებიის მიერ აღინიშნა, რომ აუცილებელია განათლების დონის ამაღლება,ინფორმირებულობა არსებულ პრობლემებზე. აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პროგრამებისა და ახალგაზრდებზე მორგებული სერვისების მრავალფეროვნების ზრდა, კულტურული დაწესებულებების, ასევე თვითშემოქმედების შესაძლებლობების შექმნა და მათზე ხელმისწავდომობის გაუმჯობესება.

გადაცემის ლინკი-https://www.facebook.com/61554388066006/videos/1053769429222455
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი.
გადაცემათა ციკლი შექმნილია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია ანგარიშვალდებული
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "მედიაჰოლდინგი ფაქტორი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქუთაისელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბ 1. FC Heidenheim-ში ოფიციალურად…
ოთხშაბათი მაისი 27
In სპორტი2029 წელს საქართველო ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ქუთაისი კი ამ საფეხბურთო ზეიმის ერთ-ერთი მასპინძელი…
ოთხშაბათი მაისი 27
In სპორტიქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოებაგადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა ცენტრალური გზები, სოფლის შიდა გზები, ბოგირები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები.…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოებაძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში. დაიტბორა გზები, გადაადგილება შეფერხდა, წყალი შევიდა ეზოებსა და სახლებში. ,,ქუთაისი,…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოებაქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოებაგადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა ცენტრალური გზები, სოფლის შიდა გზები, ბოგირები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები.…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოებაძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში. დაიტბორა გზები, გადაადგილება შეფერხდა, წყალი შევიდა ეზოებსა და სახლებში. ,,ქუთაისი,…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოებადღეს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება