ქუთაისში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებს კიდევ ერთი დაემატება. ,,ევექსის,, ქსელში შემავალი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც იაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, კოვიდპაციენტებს უახლოეს პერიოდში მიიღებს.ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდკლინიკისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა.
კლინიკის დირექტორის, მამუკა იოსელიანის თქმით , პაციენტების ნაწილი, , რომლებიც მკურნალობის კურსს მათთან გადიოდნენ, გამოჯანმრთელდა, ხოლო ნაწილი სხვა კლინიკაში იქნა გადაყვანილი.