იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა მანქანების ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს -2003 და 2004 წელს დაბადებულები.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, 4 მოქალაქის კუთვნილი ავტომობილებიდან კომპიუტერული მოწყობილობა - ე.წ. პლანშეტი, ასევე, სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.