ქუთაისში გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახი ექიმს ადანაშაულებს.
სალომე გვასალია, რომელიც ხიდან ჩამოვარდა, ორთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები კი მედიკოსების დაუდევრობაზე საუბრობენ და ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით ოპერაცია არასწორად გაკეთდა. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში იურისტის, არმაზ ხელაძის განმარტებით მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რის შემდეგაც გაცდება ცნობილი იკვეთება თუ არა კონკრეტული პირების ბრალეულობა.
სალომე გვასალია სენაკში ხიდან გადმოვარდა, ხერხემლის დაზიანებით კი ის ქუთაისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც გოგონას ოპერაციის დროს, ნახევარი საათით გული გაუჩედა, შემდეგ კი ტვინის შეშუპება განვითარდა.