ქუთაისში სტუდენტების ნაწილმა და „ახალგაზრდა ლეიბორისტული“ პარტიის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი მუნიციპალურ ტრანსპორტზე 50%-იან შეღავათებს ითხოვენ. სტუდენტებმა ადგილობრივ თვითმმართველობას ერთი წლის გაცემული დაპირება შეახსენეს და თქვეს, რომ მზად არიან აღნიშნული საკითხზე იმსჯელონ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნას ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი გიორგი გიორგობიანი გამოეხმაურა. გიორგობიანის განცხადებით, ისინი მზად არიან აღნიშნული საკითხი განსახილველად საკრებულოს გადასცენ და უახლოეს მომავალში პასუხი სტუდენტებს გააცნონ.