დღეიდან, 22 ნოემბრიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ისევ ძალაშია.22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება ისევ იკრძალება,როგორც ქვეითად,ასევე ტრანსპორტით.შეზღუდვა ქუთაისის გარდა კიდევ 6 დიდ ქალაქში მოქმედებს.თბილისში,ბათუმში,რუსთავში,ზუგდიდში,ფოთსა და გორში.
როგორც ცნობილია, 21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
წერტილოვანი შეზღუდვა ძალაში 9 ნოემბრიდან შევიდა. მიზეზად კორონავირუსის მომატებული შემთხვევები დასახელდა.